ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - ომის დასრულების შესახებ წინადადებაზე აშშ-ის პასუხს განვიხილავთ

ომის დასრულების შესახებ წინადადებაზე აშშ-ის პასუხს განვიხილავთ, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ განაცხადა.

„ჩვენ აშშ-ის მოსაზრებები მივიღეთ და ახლა მათ განვიხილავთ“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ბაგაის ცნობით, ვაშინგტონმა პასუხი დააბრუნა თეირანის წინადადებაზე, რომელიც პაკისტანმა აშშ-ს მიმდინარე კვირის დასაწყისში გადასცა.

ირანის წინადადება აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას, გაყინული აქტივების განბლოკვასა და საზღვაო ბლოკადის დასრულებას ითვალისწინებს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არის ირანის წინააღმდეგ დარტყმები განაახლოს, თუმცა შეიძლება, ირანის პასუხს რამდენიმე დღეც დაელოდოს.

„დამიჯერეთ, თუ სწორ პასუხებს არ მივიღებთ, მაშინ ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ჩვენ მზად ვართ მოქმედებისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, თუ რამდენ ხანს დაელოდება ირანის პასუხს, ტრამპმა უპასუხა, რომ „რამდენიმე დღე, მაგრამ ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს“.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ