ირაკლი კუპრაძე, თანაგუნდელებთან ერთად, გურიასა და აჭარაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

„ძლიერი საქართველო - ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე თანაგუნდელებთან ერთად გურიასა და აჭარაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ინფორმაციას „ძლიერი საქართველო - ლელო“ ავრცელებს.

„ადგილობრივების თქმით, რეგიონში არსებული პრობლემები წლების განმავლობაში უყურადღებოდ რჩება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ ქობულეთის სოფლებში, სადაც მოსახლეობა იძულებულია, საკუთარი შრომით გაშენებული თხილის ბაღები გაჩეხოს. მათი განცხადებით, ფაროსანასა და სხვადასხვა დაავადების გავრცელების შედეგად ბაღები დაზიანდა და მოსავალს ვეღარ იძლევა, რის გამოც ოჯახები შემოსავლის გარეშე რჩებიან.

სოფლის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ როგორც ცენტრალური, ისე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროებისგან დახმარებას წლებია უშედეგოდ ელიან.

მათი განცხადებით, მაშინ, როდესაც სოფელს ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, ქობულეთის მერიაში სოფლის მეურნეობის განყოფილების გაუქმებამ ვითარება კიდევ უფრო გაართულა. ადგილობრივები ასევე ამახვილებენ ყურადღებას დაუმუშავებელი მიწების პრობლემაზე, რაც მათი შეფასებით, რეგიონში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ ერთი დასტურია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე