The New York Times - აშშ-მა სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდი დამრტყმელი ჯგუფი კარიბის ზღვაში გადაიყვანა

აშშ-მა სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდი დამრტყმელი ჯგუფი კარიბის ზღვაში გადაიყვანა, - ინფორმაციას The New York Times-ი აშშ-ის სამხრეთის სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სამხრეთის სარდლობის ცნობით, დამრტყმელი ჯგუფის შემადგენლობაში ავიამზიდი USS Nimitz, საავიაციო ჯგუფი Carrier Air Wing 17, გამანადგურებელი USS Gridley და მომარაგების ტანკერი USNS Patuxent შედის.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კარიბის ზღვის აუზში. USS Nimitz-მა თავისი საბრძოლო ძლიერება მთელ მსოფლიოში, ტაივანის სრუტიდან სპარსეთის ყურემდე დემოკრატიის დაცვით და სტაბილურობის უზრუნველყოფით დაამტკიცა“, - აცხადებს აშშ-ი სამხრეთის სარდლობა.

ცნობისთვის, აშშ-ის სამხრეთის სარდლობამ კარიბის ზღვაში დამრტყმელი ჯგუფის განლაგების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გუშინ, აშშ-მა კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს ბრალი წაუყენა. კერძოდ, კასტროს ბრალი წაუყენეს აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობის შეთქმულებაში, რაც 1996 წელს კუბასა და ფლორიდას შორის ორი თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდება. კასტრო, რომელიც ამჟამად 94 წლისაა, იმ დროს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური იყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე