თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის  გამარჯვებულია

თიბისიმ მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გავლენიანი ფინანსური გამოცემის - The Banker-ის ტექნოლოგიურ დაჯილდოებაზე თიბისი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ტექნოლოგიურ ბანკად დასახელდა.

The Banker-ის ტექნოლოგიური დაჯილდოება აღიარებს მსოფლიოში ყველაზე მოწინავე და გავლენიან ფინანსურ ტექნოლოგიურ ინიციატივებს - გარდამქმნელ პროცესებს, რომლებიც ფინანსური ინდუსტრიის სწრაფ ტექნოლოგიურ განვითარებას და მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება.

ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ თიბისი თავისი მომხმარებლებისთვის მუდმივად აუმჯობესებს ციფრულ გამოცდილებას და ამით ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს.

საქართველოში დაახლოებით 40%-იანი ბაზრის წილით და თვეში1.3 მილიონი აქტიური ციფრული მომხმარებლით, თიბისის ციფრული ბანკინგი გახდა ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი - საცალო გაყიდვების 80%-ზე მეტი ონლაინ სრულდება, ხოლო რეალურ დროში სესხის დამტკიცების დრო დღეებიდან წუთებამდე შემცირდა.

წლევანდელ დაჯილდოებაზე The Banker-მა განსაკუთრებულად გამოარჩია თიბისის 3 ინოვაცია:

  • ბიზნესის მყისიერი აქტივაცია - ბიზნეს მობაილბანკში რეგისტრაცია 30 წამში;
  • თვითდასაქმებულების დაკრედიტება AI-ს გამოყენებით;
  • მომენტალური სავალუტო გადარიცხვები;

გვჯერა, ვქმნით ინოვაციას, ციფრული პროცესების ახალ სტანდარტებს და ვაგრძელებთ ისეთი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე