თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება, კერძოდ მოსამართლის წინაშე 4 მოწმე დაიკითხება.

პროცესს ეწყება ბრალდებული, გრიგოლ ლილუაშვილიც.

როგორც სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ნათია თათიაშვილმა განაცხადა, საერთო ჯამში 100-მდე მოწმეა გამოსაკითხი, რომელთა შორის როგორც სხვა საქმეზე ბრალდებულები, ისე მსჯავრდებულებიც შედიან.

„დღევანდელ პროცესზე 4 მოწმე დაიკითხება, რომლებიც დაადასტურებენ იმ კორუფციულ სქემას, რაც ბაგა-ბაღებში არსებობდა, რის შემდეგაც ქრთამის სახით აღებული თანხა გრიგოლ ლილუაშვილთან მიდიოდა. საერთო ჯამში 100-მდე მოწმეა დასაკითხი და 9-თვიან ვადაში ჩავეტევით, დავკითხავთ ყველა მოწმეს და გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, მტკიცებულებებზე დაყრდნობით",- განაცხადა ნათია თათიაშვილმა.

ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით კი, პროცესებზე გამოკითხულმა ვერცერთმა პირმა ვერ დაადასტურა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რაიმე ფორმით ჩართული იყო დანაშაულში.

„ჯამურად, ბრალდების მხარეს 87 მოწმე ჰყავს დასაკითხ პირთა სიაში, საიდანაც 45 ადამიანი, წარმოადგენს იმ გამომძიებლებს, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. რაც შეეხება დანარჩენ პირებს, არიან ბრალდებულები, რომელთა ნაწილიც უკვე დაკითხულები არიან პროცესებზე. ეს პირები კი მხოლოდ თავიანთ ბრალზე საუბრობენ და აღიარებენ დანაშაულს, თუმცა არცერთ პირს, რომლებიც დაიკითხნენ, არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რაიმე ფორმით ჩართული იყო დანაშაულში. ანალოგიური რაოდენობის მოწმეთა ბაზა დაცვის მხარესაც გვაქვს წარდგენილი.

დაცვის მხარისთვის ბატონი რომეო მიქაუტაძის [ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე] დაკითხვა საინტერესო იქნება. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს იტყვის და არაფერს სიმართლის გარდა და ეს სიმართლე არის ის, რომ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირი სახის შემხებლობა ქრთამის აღებაში, მასთან ერთად, არ ჰქონია",- განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა