ირაკლი კუპრაძე - გამოსავალი მარტივია - უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, პროტესტში, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება

ბრძოლაზე უარის თქმით „ქართული ოცნების“ შეცვლა იქნება შეუძლებელი. გამოსავალი მარტივია - უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, პროტესტში, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს აწყობს, რომ არსებობდეს თავისუფალი საარჩევნო ველი და ოპოზიცია დარჩეს თვითიზოლაციაში“.

„მნიშვნელოვანია, რომ უკვე ყველა აცნობიერებს, ბოიკოტი არ არის გამოსავალი. ბრძოლაზე უარის თქმით „ქართული ოცნების“ შეცვლა იქნება შეუძლებელი. ამიტომაც გამოსავალი ძალიან მარტივია - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, პროტესტში, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. დღეს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს და „ანტიქართულ ოცნებას“ აწყობს ნიჰილიზმი, არჩევნებთან დაკავშირებით უნდობლობა. მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს აწყობს, რომ არსებობდეს თავისუფალი საარჩევნო ველი და ოპოზიცია დარჩეს თვითიზოლაციაში. ამიტომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა გაიაზრონ ის, რომ არ გააკეთონ „ანტიქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის საქმე. იყვნენ წინააღმდეგობაში და არ დაუთმონ არცერთი ველი ბიძინა ივანიშვილს.

მოხარულები ვართ იმით, რომ სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები იაზრებენ საკუთარ შეცდომებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი არჩევნები დააგვიანეს. ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკური სტრატეგია შევარჩიოთ. ვიყოთ ქართველ ხალხთან ერთად და შევძლოთ ივანიშვილის რეჟიმის დასრულება“, - განაცხადა კუპრაძემ.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა