„ძლიერი საქართველო- ლელომ“ „მოქალაქეების მხარდაჭერის და კოორდინაციის ცენტრი“ შექმნა

გაცნობებთ, რომ შევქმენით „მოქალაქეების მხარდაჭერის და კოორდინაციის ცენტრი“. ჩვენი კოალიციის „ძლიერი საქართველო - ლელოს“ იურისტების გუნდმა, გადავწყვიტეთ, გაძლიერებული რესურსით გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეების დახმარება ახლა უკვე „მოქალაქეთა მხარდაჭერისა და კოორდინაციის ცენტრის” ფარგლებში,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთი თურაზაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, ცენტრი დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს, ვისაც „ხელისუფლება ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე ყურადღებას არ აქცევს“.

როგორც თურაზაშვილმა აღნიშნა, ცენტრის საქმიანობა გათვლილი იქნება სხვადასხვა მიმართულებით დაკვალიანებაზე, კონსულტაციის გაწევაზე, დოკუმენტების მომზადებაზე და საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოში მოქალაქეების უფლებების დაცვაზე.

„ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო, უამრავი ჩვენი მოქალაქე უბრალოდ ვერ უმკლავდება მძიმე რეალობას და ყოველდღიურობას. ჩვენი მთავარი ზრუნვის საგანი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც „ოცნების” დამკვიდრებული არასწორი, არაკომპეტენტური და თანაგრძნობისგან დაცლილი პოლიტიკის გამო იჩაგრებიან.

პენსიონერები არა მხოლოდ ასაკობრივი, აბსოლუტურად ყველა, ვინც რაიმე სახის პენსიას იღებს ლიბერთი ბანკში, უკიდურეს გაჭირვებაში არიან, ამას ემატება ლიბერთი ბანკის მიერ მათი უსასრულო ძარცვა. მარტოხელა მშობლებისთვის არ არსებობს რეალური მხარდამჭერი პროგრამები და მათ ჯოჯოხეთის გავლა უწევთ, რომ ელემენტარული პირობები მაინც შეუქმნან შვილებს. ასევე მრავალშვილიანი მშობლები, რომლებიც ფაქტობრივად მთელ რესურს შვილებს ახმარენ და უარი აქვთ ნათქვამი პირად მოთხოვნილებებზე და საჭიროებებზე. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმდება, მომატებული ფასების ფონზე, როგორც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ასევე კომუნალურ გადასახადებზე თუ ბენზინზე.

ამ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე. უარს ეუბნებიან განცხადების მიღებაზე, კონსულტაციის გაწევაზე. ხშირად უბრალოდ არც კი უსმენენ მათ. მოქალაქეებს უჭირთ ბიუროკრატიასთან გამკლავება.

ჩვენ დაგეხმარებით, დაგაკვალიანებთ, გაგიწევთ კონსულტაციას, მოგიმზადებთ დოკუმენტებს, დავიცავთ თქვენს უფლებებს ყველგან და თუ საჭირო გახდება, თქვენს უფლებებს დავიცავთ სასამართლოშიც. თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ, რომ ეს უსამართლობა, რაც დღეს გამეფებულია საქართველოში, ერთად დავასრულოთ.

ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ ქვეყანა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თუმცა სანამ ეს მოხდება, ახლაც მზად ვართ დავეხმაროთ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ჩვენი გვერდით დგომა ჭირდება! მოგვწერეთ, მოგვმართეთ, დაგვიკავშირდით, ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა!“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა