მარიამ დოლიძე - დღეს განაჩენს მხოლოდ ლევან ხაბეიშვილს არ გამოუტანს ირაკლი ხუსკივაძე - დღეს ასამართლებენ სრულიად საქართველოს, თითოეულ პოლიტიკოსს და ყველა მომავალ პოლიტიკოსს

დღეს განაჩენს მხოლოდ ლევან ხაბეიშვილს არ გამოუტანს ირაკლი ხუსკივაძე. დღეს ასამართლებენ სრულიად საქართველოს, თითოეულ პოლიტიკოსს და ყველა მომავალ პოლიტიკოსს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მარიამ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვს.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დღეს განაჩენს მხოლოდ ლევან ხაბეიშვილს არ გამოუტანს ირაკლი ხუსკივაძე. დღეს ასამართლებენ სრულიად საქართველოს, თითოეულ პოლიტიკოსს და ყველა მომავალ პოლიტიკოსს. რაც შეეხება მოლოდინს, რა განაჩენი შეიძლება გამოიტანოს ირაკლი ხუსკივაძემ, პოზიტიური მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. არ მგონია, რომ რაიმე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს, იმიტომ, რომ კარგად ვხედავთ, როგორ მოქმედებს რეჟიმი. ძალიან კარგად ვიცით რის გამო ჰყავს ივანიშვილს დატყვევებული ლევან ხაბეიშვილი. მხოლოდ და მხოლოდ მისი პოლიტიკური დაპირების გამო. მხოლოდ მისი სიტყვის გამო.

რეჟიმი აკავებს ყველას, დააკავებს ყველას, იმ ადამიანებს, ვინც დისკომფორტს შეუქმნის ივანიშვილს, მის გარემოცვას, მის რუსულ რეჟიმს. ეს უსამართლობა აუცილებლად ყველას კარზე დააკაკუნებს და დღეს ის ადამიანებიც კი, ვინც მიიჩნევენ, რომ მცირეოდენი დემოკრატია მაინც შემორჩენილია ამ ქვეყანაში, ცდებით, ძალიან ცდებით! იმიტომ, რომ ეს უსამართლობა აუცილებლად დააკაკუნებს თქვენი, თქვენი ახლობლების, შვილების, დებისა და ძმების კარებზე“,- განაცხადა მარიამ დოლიძემ.

ცნობისთვის, მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი დღეს, 21 მაისს გამოცხადდება.

საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს. გუშინდელ პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ლევან ხაბეიშვილმა. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, ის სხდომას არ ესწრებოდა.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა