კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიან საინფორმაციო პლატფორმას ქმნის

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიან საინფორმაციო პლატფორმას ქმნის.

სააგენტოს ცნობით, პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიულად განახლდება.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.

პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიულად განახლდება“, - აცხადებენ სააგენტოში.

როგორც GCCA-ის თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, პლატფორმის მიზანია, მომხმარებლის ინფორმირებულობა და ბაზარზე არსებული შეთავაზებების უფრო გამჭვირვალე წარმოდგენა. მისივე თქმით, ელექტრონული პლატფორმა ხელს შეუწყობს FMCG სექტორში კონკურენციის ხარისხის შემდგომ გაძლიერებას.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო FMCG ბაზრის მონიტორინგს კონკურენციის ხარისხის პერმანენტული შეფასების მიზნით 2023 წლიდან ახორციელებს. FMCG სექტორი ასევე შეისწავლა პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ, რის შედეგადაც კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით მომზადდა კომპლექსური დასკვნა მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ღონისძიებების შესახებ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე