სტამბოლის პროკურატურამ, ნარკოტიკების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 25 ცნობილი პირის, მათ შორის მსახიობ სერენაი სარიქაიას დაკავების ორდერი გასცა

სტამბოლის პროკურატურამ, ნარკოტიკების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 25 ცნობილი ფიგურის დაკავების ორდერი გასცა, მათ შორის გაცემულია მსახიობ სერენაი სარიქაიას დაკავების ორდერი, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

პოლიციამ ნარკოტიკების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 პირი უკვე დააკავა, მათ შორის მომღერალი მაბელ მატიზი, მსახიობი ფეიზა ჯიველექი და შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები.

რაც შეეხება მსახიობ სერენაი სარიქაიას, რომლის დაკავების ორდერიც ასევე გაცემულია, მედიის ინფორმაციით, სერენაი სარიქაიას დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან ის საზღვარგარეთ იმყოფება.

პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა სტამბოლის რაიონებში ჩატარდა და დაკავებულების მისამართებზე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.

განცხადების თანახმად, ეჭვმიტანილები „ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით შეძენის, მიღების, ფლობის ან ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობის“ ბრალდებით დააკავეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე