ბაჩო ახალაია - ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა - ეს აშინებთ ადამიანებს, მაგრამ სინამდვილეში აქ საშიში არაფერია

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა. ეს აშინებთ ადამიანებს, მაგრამ სინამდვილეში აქ საშიში არაფერია... ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელმა საქართველომ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა. ყველა უნდა გავასამართლოთ ამ სასამართლო დარბაზში. დიდი ალბათობით, თქვენ მოგიწევთ ამ „ქოცების“, პროკურორების გასამართლება, - ასე მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ მოსამართლე ლელა კალიჩენკოს. ბაჩო ახალაიამ აღნიშნული განცხადება დღეს, წინასასამართლო პროცესზე გააკეთა, რომელიც მისი ახალი ბრალდების საქმეზე მიმდინარეობს, კერძოდ, საქმე ეხება ახალაიას მხრიდან დამხობისკენ მოწოდების ბრალდებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარმოადგინა, რომლის გარკვეული ნაწილიც დაცვის მხარემ უდავოდ ცნო. ამასთან, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს და საქმე არსებით განხილვას უნდა გადაეცეს.

თავად ბაჩო ახალაიას თქმით, თავს დამნაშავედ არ თვლის. როგორც მან მოსამართლეს მიმართა, აღნიშნული საქმე არსებით განხილვაზე არ უნდა გადავიდეს.

„საქმე არ უნდა გადაეცეს არსებით განხილვას იმიტომ, რომ არცერთ ქართველს არ აქვს იმის მორალური უფლება, გაასამართლოს მეორე იმის გამო, რომ მას უნდა საოკუპაციო რეჟიმის დამხობა“, - განაცხადა ახალაიამ.

ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, ბაჩო ახალაიას კიდევ ერთ საქმეზე, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე