სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებისთვის საჩუქრები გრძელდება

სადაზღვევო კომპანია ალდაგში, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებისთვის საჩუქრები გრძელდება. მომხმარებლები, რომლებიც სამოგზაურო დაზღვევას onlinetravel.aldagi.ge-ზე შეიძენენ, ავტომატურად „ალდაგის“ გათამაშებაში ჩაერთვებიან და პარიზის ორკაციანი საგზურის მოგების შესაძლებლობა ექნებათ.

საგზური ფარავს როგორც ფრენის, ასევე სასტუმროში განთავსების ხარჯებს. გათამაშებაში ჩართვა შესაძლებელია 21 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

„ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ხელშესახები სარგებელი შევთავაზოთ. მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, მასშტაბური შეთავაზებით დავბრუნდით. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს პარიზის ორკაციანი საგზურის მოგების განსაკუთრებულ შესაძლებლობას ვაძლევთ, რაც ამ სეზონზე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის მთავარი და ყველაზე ღირებული ბენეფიტია. გათამაშებაში ავტომატურად ერთვება ნებისმიერი პირი, რომელიც კამპანიის ფარგლებში, სამოგზაურო დაზღვევას, ონლაინ, ალდაგის ვებგვერდიდან შეიძენს,“ - აცხადებენ “ალდაგში“.

„ალდაგი“ სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს უკვე სთავაზობს როუმინგოს 1 GB ინტერნეტსა და 20%-იან ფასდაკლებას ნებისმიერ პაკეტზე, ასევე სპეციალურ ფასს Sixt-ის ავტომობილის დაქირავების სერვისზე, მსოფლიოს მასშტაბით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე