არჩილ გორდულაძე - ევროკავშირის ბიუროკრატია არ ცნობს ადამიანის უფლებებს, თანასწორობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს - ასეთი ბიუროკრატიის მართულ ევროკავშირში შესვლა ჩვენთვის უბრალოდ წარმოუდგენელია

ევროკავშირის ბიუროკრატია არ ცნობს ადამიანის უფლებებს, თანასწორობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს, ფეხქვეშ თელავს ვენის კონვენციას, არაფრად უღირს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი - ასეთი ბიუროკრატიის მართულ ევროკავშირში შესვლა ჩვენთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" სურს, რომ ევროპა დაბრუნდეს ევროკავშირში.

„დღეს მოქმედი ბიუროკრატია საერთოდ არ წარმოადგენს ევროპელი ხალხის ინტერესებსაც კი. სამწუხაროდ, ფეხქვეშ არის გათელილი მთელ რიგ შემთხვევებში, ქვეყნების სუვერენიტეტი, მათ შორის, მოქმედი ბიუროკრატიის მხრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართაც კი არის პირდაპირ თავდასხმები. ის ბიუროკრატია, რომელიც ახლა მოქმედებს ევროკავშირში, უბრალოდ არ ცნობს ადამიანის უფლებებს, არ ცნობს თანასწორობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს, მთელ რიგ შემთხვევაში, ფეხქვეშ თელავს ვენის კონვენციას, არაფრად უღირს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი. ასეთი ბიუროკრატიის მართულ ევროკავშირში შესვლა ჩვენთვის უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენ გვინდა, რომ ევროპა დაბრუნდეს ევროკავშირში, ჩვენ გვინდა, რომ ნამდვილი, ქრისტიანული, ტრადიციაზე დაფუძნებული, ადამიანების უფლებებზე დაფუძნებული ევროპული მიდგომები დაბუნდეს ევროკავშირში. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ახლა ფიზიკურად არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელ რიგ ქვეყნებში არის გამოღვიძება. მათთვის მნიშვნელოვანია თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი, ღირსება, ადამიანის თავისუფლება და დიახ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ვართ ოპტიმისტები, რომ ევროპა ევროკავშირში ნამდვილად დაბრუნდება. ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, ღირსებით უნდა წავიდეთ ევროკავშირში”, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, როგორიც დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ასეთ ევროკავშირში?!". მან საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი გააკრიტიკა და თქვა, რომ ის "ასეთ ევროკავშირს ამადლის", რაც ვერ იქნება გამართლებული. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს "სხვანაირი ევროკავშირი" სურს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა