Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში

23 მაისს, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში, ლიბერთის Visa ბარათებით ICR Trade-ის მაღაზიებში გადახდისას, მომხმარებლები 30% ქეშბბექს დაიბრუნებენ. დასაბრუნებელი თანხის ლიმიტი 150 ლარი. Studio Liberty-ის წევრებისთვის მოქმედებს 40% ქეშბექი, რისთვისაც აუცილებელია გადახდა შესრულდეს Studio Liberty-ის Visa Platinum ბარათით.

ICR Trade-ში შემავალი ბრენდები: Studio Shoes Gallery, ECCO, GEOX, AW LAB, ICR SPORT, BATA, BAMBINO, SCARPIERA, CORSO ITALIA, OKAIDI, JACADI, REPLAY, OUTLET.

დეტალური პირობები:

  • შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის Visa ბარათით გადახდისას;
  • შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას;
  • შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში;
  • ტოპქარდით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები ისარგებლებენ მხოლოდ გადანაწილებით;
  • შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ბარათების შეძენაზე;
  • ქეშბექით სარგებლობისას ვერ გამოიყენებთ ბონუს ბარათის ფასდაკლებას;
  • შეთავაზების დროს არ მოქმედებს ნივთის უკან დაბრუნება, შესაძლებელია მხოლოდ გაცვლა;
  • ბანკი იტოვებს უფლებას საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაუბრუნოს ქეშბექის თანხა.

გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები:

  1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე: cashback.ge
  2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება წინასწარ
  3. გადაიხადე ლიბერთის Visa ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე
  4. თუ ჯერ კიდევ არ ხარ ლიბერთის მომხმარებელი, გახდი ჩვენიანი ონლაინ: https://onboarding.lb.ge

*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე cashback.ge.

თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.

(R)

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ