გიორგი სიორიძე - ირაკლი კობახიძე უტიფრად გვეუბნება, რომ ხალხის ფული უნდა იქნას ძალიან აწონ-დაწონილად დახარჯული, მაშინ, როცა ქეიფებში, რესტორნებში, ბანკეტებში, პრემიებში და ჯილდოებში ფული საერთოდ არ ენანებათ

ირაკლი კობახიძე ურცხვად და უტიფრად გვეუბნება, რომ ხალხის ფულის თითოეული თეთრი უნდა იქნას ძალიან აწონ-დაწონილად და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით დახარჯული, მაშინ, როდესაც ქეიფებში, რესტორნებში, ბანკეტებში, პრემიებში, ჯილდოებში ფული საერთოდ არ ენანებათ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობისთვის სახელმწიფოს მიერ თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დიუშენის სინდრომი მიეკუთვნება იმ იშვიათ დაავადებებს, რომელთა მკურნალობასაც ყველა ნორმალური ქვეყანა, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დონეზე უზრუნველყოფს.

„დიუშენის სინდრომი მიეკუთვნება იმ იშვიათ დაავადებებს, რომელთა მკურნალობასაც ყველა ნორმალური ქვეყანა, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დონეზე უზრუნველყოფს. საქართველოში ირაკლი კობახიძე ურცხვად და უტიფრად გვეუბნება, რომ ხალხის ფულის თითოეული თეთრი უნდა იქნას ძალიან აწონ-დაწონილად და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით დახარჯული. მაშინ, როდესაც ქეიფებში, რესტორნებში, ბანკეტებში, პრემიებში, ჯილდოებში ფული საერთოდ არ ენანებათ, ბიუჯეტის ფულს ფლანგავენ. „ხალხის ძალისთვის“ რომ შექმნეს ახალი ფრაქციები საკრებულოებში, 5 მლნ უჯდება ეს ბიუჯეტს, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეთა გადასახადების მიზნობრიობაზე. ეს არის ის სტანდარტი, თუ როგორ უყურებს „ქართული ოცნება“ ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან ღირებულებას ამ ქვეყანაში, ეს არის ადამიანის სიცოცხლე, განსაკუთრებით კი ბავშვის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე