ადვოკატი - როდესაც მურთაზ ზოდელავას 7-წლიანი მსჯავრი აქვს, ამ პირობებშიც ვერ გაბედეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა

იმ პირობებში, როდესაც მურთაზ ზოდელავას 7-წლიანი მსჯავრი აქვს, ამ პირობებშიც ვერ გაბედეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა,- ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, მაია მუმლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლის ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილება არის უკანონო.

„იმ პირობებში, როდესაც მურთაზს 7 - წლიანი მსჯავრი აქვს, ამ პირობებშიც ვერ გაბედეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ისეთ აბსურდულ საქმეზე, როგორც დღეს გვქონდა. ეს არის სამწუხარო და ეს არის უკანონო გადაწყვეტილება და განაჩენი.

მათ, როგორც ჩანს, ეშინიათ გამამართლებელი განაჩენის პრეცედენტის დაშვების",- განაცხადა მაია მუმლაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მურთაზ ზოდელავას - 9 თვით. მურთაზ ზოდელავას ედავებოდნენ, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მურთაზ ზოდელავას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე