ლაშა ფარულავა ლევან ხაბეიშვილის განაჩენზე - ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის არნახული პოლიტიკური ანგარიშსწორება

ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის არნახული პოლიტიკური ანგარიშსწორება, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ლევან ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილს 2 წელი და 6 თვე „ბიძინა ივანიშვილმა გამოუწერა“.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 2 წელი და 6 თვე ივანიშვილმა გამოუწერა ლევან ხაბეიშვილს. ეს არის არნახული პოლიტიკური ანგარიშსწორება. ჯერ აწამეს, ახლა მწამებლების, გდდ-ის წევრების, თანამშრომლების ჩვენებით 2 წლითა და 6 თვით გაუშვეს ციხეში. ეს არის პოლიტიკური ცინიზმი და პოლიტიკური ანგარიშსწორება. ივანიშვილმა მხოლოდ და მხოლოდ ეს გზა აირჩია ოპოზიციასთან, ოპონენტებთან საურთიერთოდ და, რა თქმა უნდა, ეს არის სისუსტის ნიშანი. ეს არ არის სიძლიერის ნიშანი. ვინც ებრძოდა კორუფციას, იმას უშვებენ კორუფციული „ქეისით“ ციხეში. ცინიზმია და პოლიტიკური ანგარიშსწორება.

ახლა ერთიანობის ძალა თუ სადმე უნდა არსებობდეს, ეს არის ქართული ეკლესია, ახალი პატრიარქი. მას აქვს ძალა და ნდობა ჩვენი მხრიდან დაიწყოს პროცესი, რომელიც ჩვენს ერს შეარიგებს, გადატვირთავს და კი, პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და კი, საგარეო საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი! მაგრამ როგორც ჩანს, ივანიშვილმა აირჩია ანგარიშსწორების გზა, ვენდეტისა და ტერორის გზა, რაც საბოლოოდ ქვეყანაზეც აისახა. ამ ქვეყანაში არავინაა ბედნიერი, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილის ერთი ჯგუფია ბედნიერი, რომელიც ძარცვავს ქართველ ხალხს და ღრმავდება კორუფცია და სიღარიბე“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მურთაზ ზოდელავას - 9 თვით.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა