დავით მათიკაშვილი ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე - მათი მთავარი მიზანია უცხოეთს, იმ ძალებს, საიდანაც იღებენ დავალებებს და ენერგიას, დაანახონ, რომ პოლიტიკურ არენაზე ჯერ კიდევ ცოცხალნი არიან

26 მაისს ყველა ფრთხილად იყოს, გამორჩეულად ის ადამიანები, 26 მაისს სისხლის გუბეები რომ დააყენეს თბილისის ქუჩებში და რუსთაველის გამზირზე - ყველა სამართალდარღვევას პასუხი გაეცემა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზოგადოება ისე იზეიმებს, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება.

„მათი მთავარი მიზანია უცხოეთს, იმ ძალებს, საიდანაც იღებენ დავალებებს და ენერგიას, დაანახონ, რომ პოლიტიკურ არენაზე ჯერ კიდევ ცოცხალნი არიან და რაღაცის გაკეთების უნარი გააჩნიათ. ამ მიზნის რეალიზებას ადამიანთა მხარდაჭერა სჭირდება. 2012 წლიდან დღემდე როგორც ჩაფლავდნენ ყველა წამოწყებაში და როგორც დაენგრათ თავზე ფანჩატურები, რასაც აკოწიწებდნენ, ისე დაენგრევათ ამ შემთხვევაშიც. ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო. აქ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოხატვა, მაგრამ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ყველა ფრთხილად იყოს. გამორჩეულად ის ადამიანები, 26 მაისს სისხლის გუბეები რომ დააყენეს თბილისის ქუჩებში და რუსთაველის გამზირზე. საზოგადოების საერთო განწყობაში ისინი, ცხადია, რაიმე დისონანსის შეტანას ვერ შეძლებენ. რას დაანახებენ თავიანთ უცხოელ პატრონებს, გამოჩნდება. სახელმწიფო არის თავის ადგილას. ყველა სამართალდარღვევას პასუხი გაეცემა და საზოგადოებაც იზეიმებს ამ დღესასწაულს ისე, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციურმა ალიანსმა“ 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, აქცია დააანონსა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე