საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა მოსწავლეებს ნარკოტიკულ დანაშაულებსა და მის შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე ისაუბრეს დანაშაულის კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

“საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. პროკურორებმა შეხვედრა თბილისის N115 N176, N 51 და N215 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა მოსწავლეებს ნარკოტიკულ დანაშაულებსა და მის შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე ისაუბრეს დანაშაულის კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

საინფორმაციო შეხვედრების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე