„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

22 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ასლანიდისა და აფაქიძის ქუჩებზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 22 მაისს საღამოს 22:00 საათიდან, 23 მაისის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - პეკინის ქუჩა N 7-31, შარტავას ქუჩა N 1-43, ხვიჩიას ქუჩა N15-31, N 14-40, ცინცაძის ქუჩა N1-17, N 2-8, იყალთოს ქუჩა N1 და N2, კანდელაკის N2, კალანდაძის, იოსებიძის, ბროლოსანის, ქუთათელის, მიროტაძის, აფაქიძის, აკურის, ბერბუკის, ალექსიძის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, დები იშხნელების და სულაკაურის ქუჩებს. სააკაძის დაღმართს და სააკაძის მე-2 გასასვლელს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე