ესტონეთის საგარეო უწყებამ უკრაინულ დრონებთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებების გამო რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა

უკრაინულ დრონებთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებების გამო, ესტონეთის საგარეო უწყებამ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.

ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დღეს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა, რათა დაგმოს რუსეთის მიერ ესტონეთისა და ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია.

რუსეთი აგრძელებს ცრუ ბრალდებების, მუქარებისა და განზრახ პროვოკაციების გავრცელებას. საშუალება მოგვეცით აბსოლუტურად ნათლად ვთქვათ: ესტონეთს არ მიუცია მისი ტერიტორიის ან საჰაერო სივრცის რუსეთზე თავდასხმებისთვის გამოყენების უფლება. ეს განცხადებები ტყუილია და რუსეთმა ეს იცის.

ბალტიის რეგიონში დრონების გამოჩენა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიული ომის პირდაპირი შედეგია. უკრაინას აქვს აგრესორის წინააღმდეგ თავდაცვისა და სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმების უფლება, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას უჭერენ მხარს.

ესტონეთი არ შეშიდება პროპაგანდით ან მუქარებით. ნატოს ერთი მოკავშირის წინააღმდეგ მუქარა მთელი ალიანსის წინააღმდეგ მუქარაა და ჩვენი მოკავშირეები ერთად დგანან ჩვენს გვერდით”, - წერს ცაჰკნა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე