ლევან ცუცქირიძე - კარგი ორმხრივი შეხვედრა გვქონდა მაია სანდუსთან  - ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად ისეთი მეგობრების მხარდაჭერა, ვისაც ოლიგარქიული მმართველობის დამარცხების გამოცდილებაც აქვს, მნიშვნელოვანი იქნება

კარგი ორმხრივი შეხვედრა გვქონდა „თავისუფლების მოედანს“ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, "ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად ისეთი მეგობრების მხარდაჭერა, ვისაც ოლიგარქიული მმართველობის დამარცხების გამოცდილებაც აქვს, მნიშვნელოვანი იქნება და მათ შორის მოლდოვისა და მისი პრეზიდენტის იმედიც უნდა გვქონდეს".

„პრეზიდენტ სანდუს ლიდერობით მოლდოვამ მიიღო რამდენიმე მილიარდიანი მხარდაჭერა ევროკავშირისგან და ახორციელებს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის ევროპული ინფრასტრუქტურის განვითარება.

პრეზიდენტმა სანდუმ გაგვიზიარა საკუთარი მხარდაჭერა თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის მიმართ და ისაუბრა იმ საყოველთაო სკეპტიციზმზე, რომლის გადალახვაც მან თავად შეძლო საკუთარ ქვეყანაში.

მოლდოვის და საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპულ დემოკრატიულ სივრცეს და ჩვენ არ დავიღლებით, სანამ არ დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას მის კუთვნილ ადგილს ევროპის კონტინენტზე“, - წერს ლევან ცუცქირიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე