უკრაინის ვიცე-პრემიერი ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ტარას კაჩკა ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ტარას კაჩკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“შევხვდი სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს, რათა განგვეხილა ევროკავშირის გაფართოება, ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონული განვითარება.

გავცვალეთ მოსაზრებები ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომავალსა და გაწევრიანების პროცესში იმპულსის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

აღვნიშნე, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან სიგნალებს დიდი მნიშვნელობა აქვთ კანდიდატი ქვეყნებისთვის. უკრაინა მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებსაც შეუძლია ინტეგრაციის დაჩქარება და გაწევრიანების წინ წაწევაში დახმარება.

ჩვენი პრიორიტეტი იგივე რჩება - [გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებების ყველა კლასტერის გახსნა და მეტი პროგრესი ევროკავშირისკენ გზაზე.

განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების ბოლომდე მიყვანის მნიშვნელობა.

ვაფასებთ სერბეთის მზაობას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი დიალოგი”, - წერს კაჩკა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე