დონალდ ტრამპი - ირანელებს არ მივცემთ საშუალებას, რომ გამდიდრებული ურანი ჰქონდეთ - წამოვიღებთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანიდან გამდიდრებულ ურანს წაიღებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს არ სჭირდება გამდიდრებული ურანი და მისი მოპოვების შემდეგ, სავარაუდოდ, გაანადგურებს.

„წამოვიღებთ მას. არ გვჭირდება ის, არ გვინდა. სავარაუდოდ, გავანადგურებთ, მას შემდეგ რაც მოვიპოვებთ, მაგრამ მათ [ირანელებს] არ მივცემთ საშუალებას, რომ ის ჰქონდეთ”, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე Reuters-მა ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, ირანის უზენაესმა ლიდერმა განკარგულება გასცა, რომ ირანის თითქმის საბრძოლო დონეზე გამდიდრებული ურანი საზღვარგარეთ არ უნდა გაიგზავნოს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე