გია ჯაფარიძე - პეტერ ფიშერი ყოველთვის გამოხატავდა სიმპათიას „ოცნების“  მიმართ, მისთვის მითქვამს, რომ „არ შეიძლება გველთან თამაში, აუცილებლად გიკბენს“ და აი, რა მიიღო - უკბინეს

ბატონი ფიშერი ყოველთვის გამოხატავდა თავის სიმპათიას „ქართული ოცნების“ მიმართ და აი, რა მიიღო მან სამაგიეროდ - მე მისთვის მითქვამს, რომ თუ ოთახში არის გველი, არ შეიძლება ამ გველთან თამაში, შეიძლება ითამაშო ოთხი დღე, მაგრამ მეხუთე დღეს აუცილებლად გიკბენს, მას ახლა უკბინეს, - ამის შესახებ დიპლომატმა გია ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ გია ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს მასთან საუბარში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა "ქართული ოცნების“ იმ ლიდერებთან, რომელთაც განათლება გერმანიაში მიიღეს.

მისივე თქმით, გერმანიის ელჩს მიაჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ რასაც აკეთებდა, „ეს იყო ევროპული გზა“.

„გერმანიის წინა ელჩი მეგობრობდა „ქართულ ოცნებასთან“, წინა ელჩის ცოლი იყო ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი, ამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ელჩთან. პეტერ ფიშერს მეც ვიცნობ, შემიძლია გითხრათ, რომ ის არის ბრწყინვალე დიპლომატი, პეტერ ფიშერსაც ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“. მე პირადად რამდენჯერაც მისაუბრია პეტერ ფიშერთან, მას ყოველთვის გამოუხატავს სიმპათია კობახიძის, პაპუაშვილის, ოხანაშვილის, გერმანიაში განათლება მიღებული ადამიანების მიმართ. პაპუაშვილი 21 წლის განმავლობაში იყო გერმანიის მთავრობის მიერ დასაქმებული. გერმანიის ელჩს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ეს ხალხი არის გერმანიაში განათლებული და დიახ, მე მათთან მაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა. მე მქონია ბატონ ფიშერთან შეხვედრები და ის ყოველთვის ძალიან მკაფიოდ გამოხატავდა თავის სიმპათიებს „ქართული ოცნების“ მიმართ და აი რა მიიღო მან შედეგად. მე მისთვის მითქვამს, რომ თუ ოთახში არის გველი, არ შეიძლება ამ გველთან თამაში, შეიძლება ითამაშო ოთხი დღე, მაგრამ მეხუთე დღეს ის აუცილებლად გიკბენს, მას ახლა უკბინეს. მე ვეუბნებოდი, რომ საქართველო არ მიდის სწორი გზით, ეს არ არის გზა, რომელიც საქართველოს მიიყვანს ევროკავშირამდე, ეს გზა საქართველოს მარტო დატოვებს რუსეთის პირისპირ, ხოლო მას მიაჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ რასაც აკეთებდა, ეს იყო ევროპული გზა“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

გია ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ლიდერებისთვის მიწერილ წერილზეც ისაუბრა.

ჯაფარიძის განცხადებით, წერილი საუკეთესო საბჭოთა ტრადიციების მიხედვითაა დაწერილი და მისი მიზანია ევროკავშირმა თავად თქვას უარი საქართველოზე.

„ეს წერილი დაწერილია საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციებში. საბჭოთა კავშირში დავიბადე და მახსოვს, როგორ წერილებს წერდა საბჭოთა კავშირი, როგორ მიმართავდა ის თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს, ასევე ძალიან კარგად მახსოვს ის ირონიული დამოკიდებულება, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა ევროპის მაშინდელი გაერთიანების მიმართ. ეს წერილი დაწერილია საუკეთესო რუსული ტრადიციების მიხედვით, ეს არის პირდაპირი კოპირება და კიდევ გარკვეული ელემენტებით გაძლიერებული. აქ ახალი არაფერია, ამ წერილს თუ რუსულად ვთარგმნით, მივიღებთ იმ წერილს, როგორსაც პუტინის რუსეთში გამოაცხობენ ხოლმე დასავლეთის მიმართ.

რა არის „ქართული ოცნებისა“ და ამ წერილების მიზანი? მიზანი არის ის, რომ ევროკავშირმა თავად თქვას უარი საქართველოზე, რათა საქართველო მარტო დარჩეს რუსეთის პირისპირ და საქართველო გახდეს ადვილი ლუკმა რუსეთისთვის“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა