ანდრეი სიბიგა - ომის გარდამტეხ მომენტში ვართ

ომის გარდამტეხ მომენტში ვიმყოფებით და მოსკოვზე ზეწოლა იზრდება. უკრაინა თავდაცვის ხაზს ინარჩუნებს და რუსეთის ცოცხალი ძალა გადამწყვეტ უპირატესობას აღარ წარმოადგენს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჰელსინგბორგში გამართულ ნატო-უკრაინის საბჭოს არაფორმალურ მინისტერიალში.

„მშვიდობის მისაღწევად, უნდა ვორიენტირდეთ სამ კრიტიკულ ელემენტზე: დიპლომატიაზე, ზეწოლასა და ძალაზე. გვჭირდება ახალი ბიძგი სამშვიდობო ძალისხმევაში, ამავდროულად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სპეციალური გრძელვადიანი სანქციები და სხვა ბერკეტები“, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, მოკავშირეებს ბელარუსიდან მომავალი მზარდი საფრთხეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მოკავშირეებს ბელარუსიდან მომავალი მზარდი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე და მოვუწოდე შესაბამისი ქმედებების და ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა თავიდან ავიცილოთ მოსკოვისა და მინსკის აგრესიის გაფართოება. უკრაინა აღარ ითხოვს მხოლოდ შემოწირულობებს; ჩვენ ვართ უსაფრთხოების კონტრიბუტორი, დონორი და პარტნიორი, რომელიც მზადაა გამოცდილება მოკავშირეებს გაუზიაროს“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშვიდობის გარანტიაა და მოუწოდებს ნატო-ს ყველა წევრს, წვლილი შეიტანონ უკრაინის თავდაცვაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ