გუბერნატორი - იაროსლავლიდან მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე, დრონებით თავდასხმის გამო, მოძრაობა გადაიკეტა

დრონებით თავდასხმის გამო რუსეთის ქალაქ იაროსლავლიდან მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა გადაიკეტა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გუბერნატორ მიხაილ ევრაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენს რეგიონზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. უსაფრთხოების მიზნით, იაროსლავლიდან მოსკოვის მიმართულებით, მოსკოვსკის გამზირისა და სამხრეთ-დასავლეთის წრიული გზის კვეთიდან, მოძრაობა აიკრძალა. მოერიდეთ ამ მიმართულებით და მის შემოგარენში გადაადგილებას“, - წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა