ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი

თანამედროვე ბიზნესგარემოში ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ყოველდღიურად მეტ მნიშვნელობას იძენს. NMG-ისთვის (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) მწვანე ენერგიის განვითარება გრძელვადიანი სტრატეგიული არჩევანია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ჯგუფის მართვისა და ოპერირების სტანდარტებს.

2022 წლიდან დღემდე, ჯგუფმა მიზანმიმართული ნაბიჯები გადადგა საწარმოო და საოპერაციო პროცესებში მზის ენერგიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებისთვის. ამ ეტაპზე, ჯგუფი უკვე 7 მოქმედ სადგურს ფლობს. ეს ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ თეორიული განაცხადი. ის ეფუძნება ხელშესახებ, რეალურ მაჩვენებლებს, რომლებიც ყოველდღიურად ცვლის გარემოს უკეთესობისკენ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2025 წელს, ამ სადგურებმა, ჯამურად 2 803 980 kWh ენერგია გამოიმუშავა, რაც პროექტის მზარდ ეფექტურობაზე მეტყველებს.

NMG-ში შემავალი კომპანიების მასშტაბი და ერთიანი ძალისხმევა გვაძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ ეკოლოგიურ მაჩვენებლებზე. მწვანე ინიციატივების ფარგლებში, 2022 წლიდან დღემდე მიღწეული ერთობლივი შედეგები ასე გამოიყურება:

  • 5 000 000 დაზოგილი kWh- რესურსების ოპტიმალური მართვისა და ალტერნატიული, მწვანე ენერგიის წყაროების ათვისების პირდაპირი შედეგი;
  • 2 214 ტონით ნაკლები CO₂ - მავნე გამონაბოლქვის შემცირება, რაც ჩვენი ქალაქებისთვის უფრო სუფთა ჰაერსა და ჯანსაღ ურბანულ გარემოს ნიშნავს;
  • 2 713 გადარჩენილი ხე - ენერგიის ოპტიმიზაციით მიღებული ეკოლოგიური ეფექტი, რომელიც მწვანე საფარის შენარჩუნების ტოლფასია;

ეს მაჩვენებლები მხოლოდ საწყისი ეტაპია იმ დიდი პროცესისა, რომელსაც ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი ახორციელებს. NMG-ის კორპორაციული განვითარების გეგმა ითვალისწინებს ჯგუფში შემავალი თითოეული საწარმოსა და ობიექტის ეტაპობრივ ეკო-ტრანსფორმაციას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ ათვისებას.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა