შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე - არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია: ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას - ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს

არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია - ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება გერმანიის ელჩის განცხადებას, რომ „როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს, სახალისო არ არის“.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, „ნიანგის ცრემლები“ სიმართლეს ვერ გადაფარავს.

,,არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია - ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას.

მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს" უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს.

ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს“, - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში, საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ დიპლომატების მიმართ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, რომ „მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს“ სახალისო არ არის.

„თავდასხმების მიზანი სწორედ დაშინება და მსუსხავი ეფექტის შექმნაა. თუმცა, დიპლომატები აქ თავისი საქმის გასაკეთებლად და ქვეყნის წარსადგენად არიან.

არ ვიცი, როგორ მოქმედებს ეს სხვა დიპლომატებზე, მაგრამ ვიტყვი ასე: სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. ეს არ არის სახალისო.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ დიპლომატების დაშინებაზე ბევრად უარესი ისაა, რასაც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ვხედავთ”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ