მართლმადიდებელი ეკლესია შიო მღვიმელს იხსენიებს

მართლმადიდებელი ეკლესია შიო მღვიმელს იხსენიებს. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

ამასთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს შიო მესამეს ანგელოზის დღეს.

„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს დიდ მამას, შიო მღვიმელს (VI ს.) იხსენიებს.

ცამეტ ასურელ მამათაგანი, შიო მღვიმელი ანტიოქიაში დაიბადა. ოცი წელი დაჰყო უდაბნოში ღირს მამა იოანესთან და უანგარო მოღვაწეობისა და მორჩილებისათვის კურნების ნიჭი მიიღო. მამა იოანემ იხილა ზეგარდამო ჩვენება, ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წამოსულიყო ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. თორმეტ მოწაფეს შორის, რომელიც თან გაიყოლა წმიდა მამამ, შიოც იყო.

საქართველოში ჩამოსული მამები ჯერ ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად. ღირსმა მამა შიომ მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეში იპოვა მღვიმე და იქ დაიწყო მოღვაწეობა, შემდეგ დააარსა მონასტერი (შიომღვიმის). სიცოცხლის უკანასკნელი თხუთმეტი წელი 12 მ. სიღრმის მღვიმეში, მარხვასა და ლოცვაში გაატარა და ანდერძის თანახმად, იქვე დაიკრძალა.

დღესვე აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო მესამის ანგელოზის დღე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ