გრიგოლ გეგელია - ადამიანის უფლებების დარღვევაზე არსებულ კითხვებზე პასუხის გარეშე, „ოცნება“ ვერასდროს მოახერხებს დემოკრატიულ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობების ნორმალიზებას - „ქოცურ“ ფასად არანაირი დალაგება არ იქნება

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივნის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ ძირითად კითხვას, „რაც საქართველოში ადამიანის უფლებების შემზარავი, სისტემატური დარღვევების მიმართულებით არსებობს“.

გეგელიას თქმით, ამ კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ვერასდროს მოახერხებს დემოკრატიულ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობების ნორმალიზებას.

„ვხედავთ, რომ ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ მოითხოვს ძალიან მკაფიოდ იმას, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ წიაღში ინიციირებული იყოს გამოძიება, რომელიც პასუხს გასცემს ყველა იმ ძირითად კითხვას, რაც საქართველოში ადამიანის უფლებების შემზარავი, სისტემატური დარღვევების მიმართულებით არსებობს. ამ კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ვერასდროს მოახერხებს დემოკრატიულ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობების ნორმალიზებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს უფრო მეტად წარმოადგენს მათი ძალისხმევის საგანს. „ქოცებს“ უნდა ესმოდეთ, რომ „ქოცურ“ ფასად არანაირი დალაგება და ნორმალიზება არ იქნება“,-განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის განცხადებით, „ამჟამად საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს“, რაც გამოწვეულია „დემოკრატიულ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე უწყვეტი ზეწოლით, ასევე, ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციით“. მონიტორინგის კომიტეტი თანამომხსენებლების ედიტ ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის ანგარიშის საფუძველზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტში, „რეპრესიული კანონმდებლობის“ გაუქმებას მოითხოვს, მათ შორის ცვლილებების გაუქმებას სისხლის სამართლის კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. კომიტეტი გმობს „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელობასა და დამოუკიდებელ მედიაზე უწყვეტ თავდასხმას“. კომიტეტი გმობს იმას, რომ „არ ჩატარებულა სანდო გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა