შალვა პაპუაშვილი - ბოლოს როდის იგრძენით საქართველოში ირანის გავლენა, როდის დაუბერა ირანულმა გავლენამ?! ეს არის ერთი ადამიანის ჯო უილსონის აკვიატება, რომელსაც მანტრასავით იმეორებს - ასაკოვანი ადამიანია და მოვუთმინოთ

ბოლოს როდის იგრძენით ირანის გავლენა საქართველოში, როდის შეიგრძენით, როდის დაუბერა ირანულმა გავლენამ?! ეს არის ერთი ადამიანის ჯო უილსონის აკვიატება, რომელსაც მანტრასავით იმეორებს - ასაკოვანი ადამიანია და მოვუთმინოთ, ათი მცდელობა კიდევ დარჩენილი აქვს, რომ დაგვიძახოს პროირანული და პროჩინური, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯო უილსონის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უნდა შეწყვიტონ.

„სინამდვილეში ყველამ ვიცით, რომ ეს არის ერთი ადამიანის ჯო უილსონის აკვიატება. ამ ადამიანს აქვს აკვიატება საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც მანტრასავით იმეორებს. ადამიანს თუ აკვიატება აქვს ჩვენ ამას პოლიტიკურად ვერ ვუპასუხებთ. ჯო უილსონის აკვიატებაზე სერიოზული კომენტარები უნდა შევწყვიტოთ. ვიცით, რომ ეს ადამიანი არის სხვადასხვა ლობისტური ხელშეკრულებების ნაწილი, მათ შორის, ანგარიშები გამოქვეყნდა, ასე რომ, ვაცადოთ ადამიანს, აქვს თავისი შემოსავალი ამ თემაზე, გააკეთოს ეს განცხადება, ყოველ ჯერზე აიღოს თავისი შემოსავალი, თუ რამე შემოსავალი აქვს ასაღები. თუ ეს რამენაირად შველის მის ცხოვრებას, რაიმენაირად გააუმჯობესებს, რომ საქართველოზე ეს ფრაზები თქვას, თქვას! ასაკოვანი ადამიანია და მოვუთმინოთ ერთი ორჯერ ასეთი განცხადება. ჩიხში ვართ, ვერ დავამტკიცებთ, რომ სპილოები არ ვართ, გიორგი კანდელაკის ძმაკაცი რომ იქნება ადამიანი და იმის ჭკუაზე ივლის, რა ვქნათ. დავივიწყოთ ეს ყველაფერი. ამ ადამიანს გაცხადებული აქვს, რომ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს, შემდეგ არჩევნებს ელოდება და მიდის პოლიტიკიდან. ვაცადოთ, რომ მშვიდად წავიდეს პოლიტიკიდან. ავიტანთ! ათი მცდელობა კიდევ დარჩენილი აქვს, რომ დაგვიძახოს პროირანული და პროჩინური. ავიტანთ როგორმე იმის იმედით, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებით, ქართული ოცნება“ ძირს უთხრის კავკასიაში წარმატებას. მან საქართველოს მმართველი პარტია „თეირანის ტერორისტული რეჟიმის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს „ხელში ჩაგდებას“ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესებისთვის, ასევე, ქართველი ხალხისთვის „დამანგრეველი შედეგები“ აქვს. მისივე განცხადებით, “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა