4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 12 პირის საქმის პროკურორის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 12 პირის საქმეზე სასამართლოში ადვოკატები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებისას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდების მხარეს მიმართა კითხვით, ხომ არ მიმდინარეობს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება, რაზეც პროკურორმა როინ ხინთიბიძემ უპასუხა, რომ მოლაპარაკება დაწყებულია, თუმცა, ამ ეტაპისთვის კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა