შალვა პაპუაშვილი 26 მაისის აქციაზე - ერთადერთი, რაც შეიძლება ვიხილოთ, თავისი თავით დაკავდებიან ეს ადამიანები, მეტი მოლოდინი არავის აქვს

ერთადერთი, რაც შეიძლება ვიხილოთ, თავისი თავით დაკავდებიან ეს ადამიანები, მეტი მოლოდინი არავის აქვს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, მოსალოდნელია თუ არა 26 მაისს მოქალაქეების დაკავება.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც აქციას აანონსებენ, გაბოროტებული არიან და თავის ემოციურ პრობლემებს სხვებს ახვევენ.

„ჩვენ ვხედავთ დაკარგული ადამიანების ჯგუფს, ადამიანებს, რომლებიც არიან რაღაცაზე გაბოროტებული და თავის ემოციურ პრობლემებს სხვებს ახვევენ. სხვა გასავალი მათ ნეგატიურ ემოციას არ აქვს. ერთადერთი, სადაც გასავალს ხედავენ, არის რუსთაველზე გამოსვლა და საკუთარი ემოციებისგან დაცლა. კი ბატონო, დაიცალონ, თავისუფალი ქვეყანაა, როცა უნდათ, დაიცალონ, გამოვიდნენ, ისაუბრონ ერთმანეთთან და ერთმანეთით დაკავდნენ. რატომ უნდა დააკავო ადამიანი, რომელიც მშვიდობიანად არის, ხომ არანაირი საფუძველი არ არის და ვინმე ამბობს, რომ იქ ძალადობა უნდა ჩავიდინოთო? ძალადობას ხომ არ ჩაიდენს, ისინი ხომ მშვიდობიანი ხალხი არიან. ჩვენ ხომ ვერ ვიფიქრებთ, რომ მათ ჯიბეში მაშხალა ექნებათ ან ბენზინს ჩაასხამენ ბოთლში, ასეთი ხალხი ხომ არ არიან, ისინი ხომ თეთრი, ფუმფულა ხალხი არიან. მხოლოდ თავისი სინდისი კარნახობთ, რომ ბოთლში ჩაასხან ბენზინი, ადამიანს გადაასხან და ცეცხლი წაუკიდონ, ეს ხომ ევროპულ სინდისიერებას აჩვენებს. ცოცხლად რომ ადამიანს დაწვავ, ინკვიზიციიდან არის ალბათ ევროპული ღირებულება გამოტანილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა