შალვა პაპუაშვილი - ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არცერთი ქვეყანა არ დაიცავს, თუ ჩვენ არ დავიცავით - ეს ბრიუსელის დამოკიდებულებაში კარგად ჩანს! მთავარია, ისეთი სახელმწიფო ავაშენოთ, როგორიც ჩვენ გვინდა და არა ისეთი, როგორიც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უნდათ

ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: - ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დედამიწის ზურგზე არც ერთი ქვეყანა არ დაიცავს, თუ ჩვენ არ დავიცავით ის - ამის მაგალითი საქართველოს მიმართ ბრიუსელის დამოკიდებულებაში ძალიან კარგად ჩანს! მთავარია ისეთი სახელმწიფო ავაშენოთ, როგორიც ჩვენ გვინდა და არა ისეთი, როგორიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უნდა, - ეს განცხადება დღეს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

დღეს პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ “ევროკავშირში ევროპა მხოლოდ დასახელებაშია და ის მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს.

„საბოლოო ჯამში, ჩვენი სიმართლე თავის თავს გაიტანს. ეს ყოველთვის ასე იყო. ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქის მხრიდან ფარისევლობას ვხედავთ - თავს ესხმის საქართველოს, ეხუტება მათ, ვინც საქართველოში მედიის თავისუფლებაზე საუბრობს და რამდენიმე დღის წინ ჯილდო მაია სანდუს გადასცეს, რომელმაც მოლდოვაში ტელევიზიები დახურა. საუბრობს საქართველოში პარტიების თავისუფლებაზე და გმირად ჰყავთ გამოცხადებული უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლება, რომლებმაც პარტიები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დახურეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც დღეს პაპუაშვილმა აღნიშნა, იმედი აქვს, რომ ბრიუსელში მის მიერ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისადმი გაგზავნილ წერილს გულდასმით კითხულობენ და „დასკვნებს გამოიტანენ“.

„სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ საგარეო პოლიტიკას, რომელიც დღეს ევროკავშირს აქვს და რომელსაც კაია კალასი განასახიერებს. ევროკავშირის შიგნით მის მიმართ არის უკმაყოფილება და კრიტიკა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მას არც კი ხვდება. სამწუხაროდ, კაია კალასი არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სახე. როდესაც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იყო, რომლის მინისტრი აქ მიტინგებზე იდგა, ზუსტად იგივე ფილოსოფიის საგარეო პოლიტიკა აქვს ევროკავშირს, რომელიც გარდა იმისა რომ აზიანებს სხვებს, აზიანებს საკუთარ თავს. ამ ზიანს ვხედავთ ჩვენ დღეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ