ზუგდიდსა და ბათუმში ენერგო ეფექტურობის გამოფენა გაიმართება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მდგრადი ურბანული განვითარების პროექტის (SUD) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ, ზუგდიდსა და ბათუმში ენერგო ეფექტურობის გამოფენა გაიმართება.

30 მაისს გამოფენას ზუგდიდი უმასპინძლებს, ხოლო 13 ივნისს ბათუმი.

ღონისძიება წელს პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ენერგოეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებების პოპულარიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და საზოგადოების ინფორმირება იმ პრაქტიკული გზების შესახებ, რომლებიც ენერგიის დაზოგვასა და გარემოზე ზრუნვას ბიზნესისა და საზოგადოებისთვის ყოველდღიურის ნაწილად აქცევს.

ენერგო ეფექტური გამოფენის მთავარი კომპონენტი ადგილობრივი კომპანიების ეკო პროდუქციის ექსპო იქნება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • გაეცნონ ენერგოეფექტურ და განახლებად ტექნოლოგიებს;
  • მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე სამშენებლო მასალებისა და ეკოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ;
  • დაათვალიერონ ადგილობრივი კომპანიებისა და მწარმოებლების ინოვაციური პროდუქტები;
  • ჩაერთონ ინტერაქციულ აქტივობებსა და პრაქტიკულ დემონსტრაციებში.

გამოფენაზე სტუმრობა საინტერესო იქნება, როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის, მშენებლობით, რემონტითა და თანამედროვე ეკოლოგიური გადაწყვეტილებებით დაინტერესებული ნებისმიერი ვიზიტორისთვის. ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე შექმნილი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. გელოდებით პირველ გამოფენაზე ზუგდიდში 30 მაისი - ზუგდიდის ბულვარი გაიგე მეტი: https://bit.ly/4dHHsQ4

(R)

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა