მარკო რუბიო - ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ლიდერებს მოუწევთ უპასუხონ ტრამპის იმედგაცრუებას, ახლო აღმოსავლეთში ჩვენს ოპერაციებზე ალიანსის რეაგირების გამო, ირანთან მოლაპარაკებებში კი მცირე პროგრესია

ანკარაში დაგეგმილი სამიტი ნატო-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერების სამიტი იქნება, რადგან ლიდერებს მოუწევთ უპასუხონ ტრამპის იმედგაცრუებას ახლო აღმოსავლეთში ჩვენს ოპერაციებზე ალიანსის რეაგირების გამო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შვედეთში განაცხადა, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

„ეს საკითხი უნდა გადაიჭრას, დღეს არ გადაწყდება ან არ განიხილება. ეს ლიდერების დონეზე განსახილველი საკითხია“, - აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, ირანის საკითხზე საუბრისას რუბიომ განაცხადა, რომ თეირანთან მოლაპარაკებებში „გარკვეული, მცირე პროგრესი“ შეინიშნება.

„არ მინდა გაზვიადება, მაგრამ მცირედი მოძრაობა შეინიშნება და ეს კარგია. ფუნდამენტური პრინციპები იგივე რჩება. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი, უბრალოდ არ შეიძლება ჰქონდეს“, - აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-მა უნდა გადაჭრას მაღალგამდიდრებული ურანის საკითხი და აღადგინოს ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში.

„ირანი ცდილობს შექმნას გადასახადის სისტემა. სხვათა შორის, ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ომანი, რომ შეუერთდეს მათ ამ გადასახადის სისტემაში. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ამას უნდა დაეთანხმოს“, - აღნიშნა რუბიომ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე