ვასო ურუშაძე სააკაშვილის განცხადებაზე - არ გამოვრიცხავ, რომ მისთვის მტკიცებულებები ახლა გახდა ცნობილი - მნიშვნელოვანია ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, პოლიტიკოსების ურთიერთობებში ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და სუფთა

ხაბეიშვილი აიღეს და განარიდეს პოლიტიკური პროცესებისგან. მისი მოწოდება, პოლიტიკური ენერგეტიკა, რასაც გადაცემაში, ხალხთან კომუნიკაციის დროს გამოიყენებდა, ივანიშვილისთვის პრობლემა აღმოჩნდა - ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო, ყოველდღიური და მარადიული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვასო ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეაფასა.

მისივე თქმით, გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური პატიმარია და ტყვეობაში იმყოფება.

„ამ სასამართლო პროცესს არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალურ სამართალთან. როგორ შეიძლება ადამიანი ციხეში გყავდეს გამოგონილი დანაშაულის გამო, სადაც არ არის არც დამნაშავე, არც დაზარალებული და არც მტკიცებულება.

ილუზიურ დონეზეა საქმე შეკერილი. ეს არის იმის დადასტურება, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიიღება არა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ, არამედ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიერ. ყველა სასამართლო პროცესს ვესწრებოდი და თვითონაც არ იყვნენ მორალურად ისე მყარად, რომ ასეთი საქმე „შეეკერათ“. დამნაშავედ რაში ცნეს ხაბეიშვილი? - პოლიტიკური განცხადების გამო. არანაირი მტკიცებულება ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ არ არსებობს. როგორ შეიძლება დანაშაული არსებობდეს და ქმედება ან დაზარალებული არ არსებობდეს? როგორ შეიძლება გაფიქრება იყოს დანაშაული?! ეს ადასტურებს, რომ თუ ვინმეა დღეს საქართველოში პოლიტიკური პატიმარი სხვებთან ერთად, ეს არის ლევან ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი აღმოჩნდა პრობლემა სისტემისთვის, ივანიშვილის „კლანისთვის“. ის ამხელდა მათ კორუფციაში, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში. ლევან ხაბეიშვილის მოწოდება, პოლიტიკური ენერგეტიკა, რასაც გადაცემაში, ხალხთან კომუნიკაციის დროს გამოიყენებდა, ივანიშვილისთვის პრობლემა აღმოჩნდა.

ალბათ, კვლევებსაც ატარებენ, ნახულობენ რომელ პოლიტიკოსს აქვს პოტენციალი, რომ საფრთხე შეუქმნას ძალაუფლებას და განარიდეს. ხაბეიშვილი აიღეს და განარიდეს პოლიტიკური პროცესებისგან. სანამ აღნიშნული სისტემა იქნება, მომავალში, ვერცერთი პოლიტიკოსი, ოპოზიციაში მყოფი ადამიანი ვერანაირ გათვლას ვერ გააკეთებს. როდესაც ძალაუფლება კონსოლიდირებულია ერთი ოლიგარქის ხელში, შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საქმე აღძრას გამოგონილი ბრალდებით. ჩვენი ამოცანაა, ბრძოლა არ შევწყვიტოთ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მარადიულია. ვერანაირ გათვლებს ვერ გავაკეთებთ, ხვალ შეიძლება დასრულდეს გამარჯვებით თუ 3 დღის შემდეგ. ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო, ყოველდღიური და მარადიული“, - განაცხადა ვასო ურუშაძე.

გარდა ამისა, ვასო ურუშაძე საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მის გუშინდელ პროცესზე გაკეთებულ შემდეგ განცხადებასაც გამოეხმაურა: „რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში, იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა, რომ ჩამოვსულიყავი - როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა და არათუ არ დამხვდა, არამედ 2 საათში ჩემი მონაცემები გადასცა“.

კითხვაზე, ვის გულისხმობს სააკაშვილი და რატომ ალაპარაკდა ღალატზე მხოლოდ ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ურუშაძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი ინფორმაცია ახლა მიიღო.

„სახელებსა და გვარებზე საუბარი არასერიოზული იქნება არამარტო ჩემი მხრიდან, არამედ ნებისმიერის მხრიდან, მათ შორის, ვინც სოციალურ ქსელში ასახელებს. წარმოუდგენელია, ვინმეს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილის გარდა.

ვფიქრობ, ვერსიებზე საუბარი დამაზიანებელი იქნება. შესაძლოა, ბევრმა შეცდომა დაუშვას. დაველოდოთ სააკაშვილს, მას ადვოკატების მეშვებით აქვს კომუნიკაცია გარე სამაყროსთან. არ გამოვრიცხავ, რომ მტკიცებულებები და ინფორმაცია ახლა გახდა მისთვის ცნობილია, შესაძლოა, მეტი დამაჯერებლობისთვის. შეიძლება ეჭვები ჰქონდა და რაღაც ეტაპზე დამაჯერებლობა გაიზარდა...

ინფორმაცია არ მაქვს, მიხეილ სააკაშვილი ვის გულისხმობს. დარწმუნებული ვარ, ის უახლოეს პერიოდში თავადვე დაასახელებს იმ ადამიანებს. სავარაუდოდ, მხოლოდ ის არის ინფორმირებული. მნიშვნელოვანია, ყოველთვის ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ყოველთვის ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ. თუ გვინდა გულწრფელი და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებში, ადამიანებს, პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობებში, ყველაფერი უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე და სუფთა“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

როგორც ურუშაძემ აღნიშნა, იმის გამო, რომ „ივანიშვილს და მის ვიწრო ჯგუფს სურს ძალაუფლების მარადიულად შენარჩუნება“, ქვეყანა ვერ ვითარდება, წინ ვერ მივდივართ.

„თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ეს ყველაფერი არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ცხოვრების დონესთან, ძალიან ცდება. ჩვენ წინ ვერ მივდივართ, ეკონომიკა გაყინულია, იზოლირებულები ვართ გეოპოლიტიკური ვითარებიდან, იმიტომ რომ ივანიშვილს და მის ვიწრო ჯგუფს სურს ძალაუფლების მარადიულად შენარჩუნება.

ამის საპირწონედ დევნის პოლიტიკოსებს, იჭერს, ატყვევებს. გუშინ რომ ხაბეიშვილს პოლიტიკური განცხადების გამო მიუსაჯეს 2 წელი და 6 თვე, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული, რომ ადამიანები დღეს ვერ საქმდებიან, ეკონომიკა ვერ ვითარდება.

დღეს, გამოდიან და უტიფრად გვესაუბრებიან ძლიერ ოჯახზე. როგორ შეიძლება ძლიერ ოჯახზე ვისაუბროთ, როდესაც ყოველი მეორე ოჯახი არის გახლეჩილი“, - განაცხადა ურუშაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა