ადვოკატთა ასოციაციამ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია - „როგორ გავხდე ადვოკატი?“ დაიწყო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის ინიციატივით, ასოციაციამ ახალი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია-„როგორ გავხდე ადვოკატი?“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კამპანიის მიზანია მომავალი იურისტებისა და სამართლის სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობის, მისი საზოგადოებრივი როლისა და მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატის ფუნქციის გაცნობა.

„ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საჯარო ლექციებს მართავს. შეხვედრები უკვე გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა (SEU) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ლექციების ფარგლებში სტუდენტები ეცნობიან ადვოკატის პროფესიის სპეციფიკას, პროფესიული ეთიკის მნიშვნელობას, ადვოკატთა ასოციაციის როლსა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თითოეულ ადვოკატს სამართლებრივი სახელმწიფოსა და სანდო მართლმსაჯულების სისტემის განვითარების პროცესში აკისრია.

შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასევე იმ სამართლებრივ და პროფესიულ სტანდარტებს, რომლებსაც ქართული კანონმდებლობა ადვოკატის პროფესიაში შესვლისთვის განსაზღვრავს. მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას იღებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ეტაპებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აღნიშნული კამპანიის ფარგლებში სტუდენტებთან და ახალგაზრდა იურისტებთან აქტიურ კომუნიკაციას მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ