ნინო წილოსანი - მხოლოდ „დიფ სთეითის“ წარმომადგენელს შეუძლია უარყოს „დიფ სთეითი“ და იძახოს, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს - ფაქტია, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს

მხოლოდ „დიფ სთეითის" წარმომადგენელს შეუძლია უარყოს „დიფ სთეითი" და იძახოს, რომ „დიფ სთეითი" არ არსებობს - ფაქტია, რომ „დიფ სთეითი" არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისივე თქმით, „დიფ სთეითი“ არის ის ძალა, რომელიც „სხვადასხვა დიპლომატს, პოლიტიკოსს, „ენჯეოს" წარმომადგენელს, ევროპარლამენტს თუ ევრობიუროკრატს“ აიძულებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციები გაავრცელოს.

„როდესაც მთელი მსოფლიო, ლიდერები „დიფ სთეითზე" საუბრობენ, როდესაც "დიფ სთეითის" ნამოქმედარი არაერთმა სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურამ გაასაჯაროვა, მხოლოდ "დიფ სთეითის" წარმომადგენელს შეუძლია უარყოს "დიფ სთეითი" და იძახოს, რომ "დიფ სთეითი" არ არსებობს. ფაქტია, რომ "დიფ სთეითი" არსებობს. მას ებრძვიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, მასზე საუბრობს არაერთი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი. სწორედ "დიფ სთეითის" გავლენებით ხდება ის არაფორმალური პოლიტიკური პროცესები, რომლის სავალალო შედეგებსაც სხვადასხვა ქვეყანაში ომის სახით და კონფლიქტების სახით ვუყურებთ, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. "დიფ სთეითი" არის სწორედ ის ძალა, რომელიც საქართველოში აიძულებს სხვადასხვა დიპლომატს, პოლიტიკოსს, ადგილობრივ აგენტურულ თუ "ენჯეო" წარმომადგენელს, ევროპარლამენტს თუ ევრობიუროკრატს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი, დეზინფორმაციული ინფორმაციები ავრცელოს და ავრცელოს ის პროპაგანდა, რომელიც საქართველოს სრულიად უდანაშაულოდ ამტყუნებს სხვადასხვა საქმეში," - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა გამოცემა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა გარკვეული ნარატივი „გლობალური ომის პარტიის“, „დიფსთეითის“ და „ლიბერალური ფაშიზმის“ შესახებ, რომლებიც თითქოს შეთქმულებას აწყობენ საქართველოს წინააღმდეგ. ფიშერის თქმით, „ეს სიცრუეა“.

„მე 40 წელია გერმანიის მთავრობაში ვმუშაობ და არანაირი „დიფსთეითი“ არ მინახავს. ვინ არის ეს „დიფსთეითი“? შეუძლიათ სახელი დაგვისახელონ? ან სახე გვაჩვენონ? როგორ შეიძლება ეს ჯგუფი ასე გავლენიანი იყოს აშშ-ში, მერე გადავიდეს ევროკავშირში, მერე დიდ ბრიტანეთში და მას ვერავინ ხედავდეს? ფაქტები სხვას ამბობს. ფაქტია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები არიან”,- განაცხადა ფიშერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე