ირაკლი ქადაგიშვილი - რამდენჯერაც „გადაატრიალებენ“ სახელმწიფოს, იმდენჯერ მოუწევთ საპატიმროში დროის გატარება - რაც შეეხება ბაჩო ახალიას განცხადებას, ვეთანხმები, არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი პერსპექტივა არ აქვთ

რამდენჯერაც „გადაატრიალებენ" სახელმწიფოს, იმდენჯერ მოუწევთ საპატიმროში დროის გატარება - რაც შეეხება ბაჩო ახალიას განცხადებას, ვეთანხმები, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია [ხელისუფლების შეცვლა] - მათ პოლიტიკურ სპექტრს პერსპექტივა არ აქვს, ამიტომ ეს თვითშეფასება მართალია, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ოპოზიციური ალიანსის" წევრები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან დაპირისპირებულები და "ალიანსი", ერთადაც და ცალ-ცალკეც, საბოლოო პოლიტიკური მარცხისთვისაა განწირული.

„ამ „ალიანსის" წევრებს საერთო აქვს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ ზიზღი. შიგნით, ერთმანეთთან არიან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულები. სააკაშვილიც იძახის, ცოტაც მაცალეთ და დავასახელებ, მე ვინ გამყიდაო. აქედან გამომდინარე, ეს, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ კარგად გვიჩვენებს, რომ ამ ალიანსის შიგნით არ არსებობს რაციონალური მარცვალი. ეს „ალიანსი" საბოლოო ჯამში, ერთადაც და ცალ-ცალკეც, განწირულია საბოლოო პოლიტიკური მარცხისთვის. ეს გამოჭედეს საკუთარი ხელით. საკუთარი ხელით არის გამოჭედილი, ამაში არავის წვლილი დიდად არ მიუძღვის. რაც შეეხება ბაჩო ახალიას განცხადებას - ვეთანხმები, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია. [ხელისუფლებაში დაბრუნება] იმ პოლიტიკურ სპექტრს, რასაც ბაჩო ახალია, მურთაზ ზოდელავა, მიხეილ სააკაშვილი და ძმანი და დანი წარმოადგენენ, საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ამიტომ ეს თვითშეფასება მართალია. მეორე გზავნილი, რომ მხოლოდ და მხოლოდ გადატრიალების გზით უნდა ვიაროთო, ასევე, სააკაშვილის დაკონკრეტებული თარიღიც, კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, რომ მგლის თავზე სახარების კითხვასავით არის მათთვის ეს ყველაფერი. რამდენჯერაც „გადაატრიალებენ" სახელმწიფოს, იმდენჯერ მოუწევთ საპატიმროში დროის გატარება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე