ირაკლი ქადაგიშვილი - პეტერ ფიშერი სააბაზანოში ან საძინებელ ოთახში თუ ვერ დაინახავს, არ ნიშნავს, რომ „დიფ სთეითი“ მსოფლიოში არ არსებობს და პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში დომინანტი ძალა არ არის

ბატონი პეტერ ფიშერი სააბაზანოში ან საძინებელ ოთახში თუ ვერ დაინახავს, არ ნიშნავს რომ „დიფ სთეითი" მსოფლიოში არ არსებობს და პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში დომინანტი ძალა არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ათეული წლებია, რაც მსოფლიო პოლიტიკაში და მათ შორის, პოლიტიკის მკვლევრებში „ძალიან კარგად არის ცნობილი „დიფ სთეითი".

„მარტო პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებებს თავი რომ დავანებოთ, ათეული წლების განმავლობაში და უფრო მეტი, ტერმინი "დიფ სთეითი" არის ცნობილი პოლიტიკურ და საერთოდ, პოლიტიკურ საკითხთა მკვლევართა შორის და ნიშნავს სიღრმისეულ სახელმწიფოს. ანუ, ის ინსტიტუტები, გავლენის ცენტრები და ძალები, როლებიც მუდმივად ატარებენ მათ მიერ დასახულ პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლებიან ამა თუ იმ ქვეყნის სათავეში სახელმწიფოს ლიდერები და როგორ აქცევენ ისინი სხვადასხვა ლიდერებს მათი პოლიტიკური მიზნების გავლენის ქვეშ. ეს არის "დიფ სთეითის" კლასიკური სახე. ეს არ არის ბოლო წლების ნარატივი, უკვე ათეული წლებია, რაც მსოფლიო პოლიტიკაში და მათ შორის, პოლიტიკის მკვლევრებში ძალიან კარგად არის ცნობილი. ამიტომ, ბატონი პიტერ ფიშერი ამას სააბაზანოში თუ საძინებელ ოთახში თუ ვერ დაინახავს, არ ნიშნავს რომ ეს ძალა მსოფლიოში არ არსებობს და პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში დომინანტი ძალა არ არის," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა გამოცემა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა გარკვეული ნარატივი „გლობალური ომის პარტიის“, „დიფ სთეითის“ და „ლიბერალური ფაშიზმის“ შესახებ, რომლებიც თითქოს შეთქმულებას აწყობენ საქართველოს წინააღმდეგ. ფიშერის თქმით, „ეს სიცრუეა“.

„მე 40 წელია გერმანიის მთავრობაში ვმუშაობ და არანაირი „დიფ სთეითი“ არ მინახავს. ვინ არის ეს „დიფ სთეითი“? შეუძლიათ სახელი დაგვისახელონ? ან სახე გვაჩვენონ? როგორ შეიძლება ეს ჯგუფი ასე გავლენიანი იყოს აშშ-ში, მერე გადავიდეს ევროკავშირში, მერე დიდ ბრიტანეთში და მას ვერავინ ხედავდეს? ფაქტები სხვას ამბობს. ფაქტია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები არიან”, - განაცხადა ფიშერმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა