ნანუკა ჟორჟოლიანმა 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, იზოლატორი დატოვა.

მას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.

როგორც ჟორჟოლიანმა საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იქ ყოფნის პერიოდში ყველაზე მეტად პატიმრებზე ფიქრობდა.

„ჩვეულებრივი ამბავია. არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება, რაც სხვა შემთხვევაში, სტუდენტებთან მიმართებით არ ხდება. ამიტომ, რომ გითხრათ ახალი ამბავია ჩემს თავს, სწორი არ იქნება. ერთადერთი არის ის, რომ მნიშვნელოვანი გააზრებისთვისაც ძალიან ცოტა დროა. ყველაზე მეტად მაინც ვისზეც გეფიქრება, პატიმრები არიან იმიტომ, რომ მაინც ცხადად ხედავ. ერთია, რას გიყვებიან და მეორეა, წერილებში როგორც აღწერენ გარემო პირობებს. თვეების და წლების განმავლობაში ცხადად ხედავ, თან სხვადასხვა წარმოუდგენელი ბრალის გამო ადამიანები რის გამოც სხედან. უფრო მეტი სოლიდარობა გაქვს,ეს არის ერთადერთი მკვეთრი ემოცია, რაც გამოვიტანე“,-განაცხადა ჟორჟოლიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 19 მაისს შეუფარდა. ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა