ნიკოლ ფაშინიანი - საქართველო საკვანძო როლს ასრულებს სომხურ-ევროპულ ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული სიტუაციით - ჩვენი ურთიერთობები ძმურია და ასეთად დარჩება

სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან ურთიერთობებით არ განისაზღვრება, - გამოცემა Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს არაფერი აქვს საერთო მესამე მხარესთან ურთიერთობებთან. ბუნებრივია, ეს ურთიერთობები სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური ხასიათისაა და ასეთად დარჩება. სხვა სცენარი უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

Armenpress-ის ცნობით, ფაშინიანმა ამის შესახებ ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის კომენტარს რომ "ადგილობრივი აგენტურის და მათი უცხოელი პატრონების მხრიდან არის მცდელობა, რაღაცნაირად დაგვაპირისპირონ სომხეთთან."

ფაშინიანის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში.

„რაც შეეხება საქართველოს, ნათლად განვაცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში და ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული სიტუაციით. მიგვაჩნია, რომ ეს სიტუაცია უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ