ამბასადორის კუნძულზე, „ორიგამი ჰოლდინგი” მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს

„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და „ორიგამი ჰოლდინგს“ შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას,რომლის ფარგლებშიც „ორიგამი ჰოლდინგი“ 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში, რომელიც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიაზე განთავსდება. აღნიშნული ინვესტიცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯს წარმოადგენს კუნძულის, როგორც მულტიფუნქციური ლოკაციის განვითარების მიმართულებით და მნიშვნელოვნად აძლიერებს მისი, როგორც სწრაფად მზარდი ეკონომიკურ და ტურისტული ჰაბის პოზიციას.

შეთანხმების ფარგლებში, „ორიგამი ჰოლდინგი“ 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში, რომელიც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიაზე განთავსდება. აღნიშნული ინვესტიცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯს წარმოადგენს კუნძულის, როგორც მულტიფუნქციური ლოკაციის განვითარების მიმართულებით და მნიშვნელოვნად აძლიერებს მისი, როგორც სწრაფად მზარდი ეკონომიკურ და ტურისტული ჰაბის პოზიციას.

„ორიგამი“ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მრავალპროფილურ ჰოლდინგს წარმოადგენს, რომელსაც ოპერირების 18 წლიანი პერიოდის განმავლობაში, არაერთი გამორჩეული პროექტი განუხორციელებია, მათ შორის, ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი White Sails. წლების განმავლობაში, „ორიგამი ჰოლდინგს“ საქართველოს მასშტაბით 3,000,000 კვ.მ-ზე მეტი ფართობი აქვს დაპროექტებული, ხოლო სტუმარმასპინძლობის სექტორში მილიონზე მეტ ვიზიტორს მოემსახურა.

აღნიშნული პარტნიორობა აერთიანებს ორ კომპანიას, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება, განვითარების გრძელვადიანი ხედვა და საერთო მიზანი აკავშირებს - შექმნან პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ურბანულ და ეკონომიკურ წინსვლას.

„ამგვარი პარტნიორობა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ მასშტაბისა და საინვესტიციო პოტენციალის კიდევ ერთი მნიშვნელოვან დასტურს წარმოადგენს,“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ. „ისეთი ძლიერი ადგილობრივი პარტნიორის ჩართულობა, როგორიცაა „ორიგამი ჰოლდინგი“, ნათლად აჩვენებს იმ სინერგიას, რომელიც ჩვენს პროექტსა და ქართულ ბიზნესსაზოგადოებას შორის არსებობს. ჩვენ ერთად ვქმნით განვითარების ახალ პლატფორმას, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ბათუმის და სრულად რეგიონის, ახალი ეკონომიკური და ტურისტული ჰაბის როლს.“

დაგეგმილი პროექტი „ამბასადორი აილენდის“ საერთო განვითარების ნაწილი გახდება. კუნძული, როგორც საცხოვრებელი, ბიზნეს, დასასვენებელი და საინვესტიციო დანიშნულების ახალი კერა, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად და რეგიონის სანაპირო ზოლის ურბანული განვითარების ახლებურ სტანდარტს ადგენს, სადაც თანამედროვე ჭკვიანი ქალაქი, მდგრადი განვითარების პრინციპების სრული დაცვით ფორმირდება.

(R)

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა