ნიკა ჩერქეზიშვილი - რა უნდა მოაგვაროს ამ ხელისუფლებამ, როცა მე-14 საჯარო სკოლის პრობლემა ვერ გადაუწყვეტია 4 წელი და ამბობს, რომ კიდევ 4 წელი ვერ აშენდება - კატეგორიულად მოითხოვენ მშობლები, სასწრაფოდ გამოიძებნოს ალტერნატიული ფართი

რა უნდა მოაგვაროს ამ ხელისუფლებამ, როცა მე-14 საჯარო სკოლის პრობლემა ვერ გადაუწყვეტია 4 წელი და იძახის, რომ კიდევ 4 წელი ვერ გადაწყდება და ვერ აშენდება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ჩერქეზიშვილმა ნაძალადევის რაიონში, მე-14 საჯარო სკოლასთან გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.

მან სკოლის შენობის არარსებობით გამოწვეულ პრობლემებსა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელსაც მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის დროს ყოველდღიურად აწყდებიან.

როგორც ჩერქეზიშვილმა განაცხადა, მშობლების კატეგორიული მოთხოვნაა, სასწრაფოდ გამოიძებნოს ალტერნატიული ფართი მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით მე-14 საჯარო სკოლის წინ, უფრო სწორად ამ სკოლისგან დარჩენილი ნანგრევების წინ. ეს სკოლა 4 წლის წინ დაინგრა და მთელი ამ დროის განმავლობაში ამ სკოლის 500-ზე მეტი მოსწავლე დაჰყავთ აქედან 7-8 კილომეტრის დაშორებით, მეორე ცვლაში, სადაც ბავშვები სწავლობენ შეზღუდული საგაკვეთილო დროით, ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას, ვერ ვითარდებიან მრავალმხრივ, ვერ დადიან სპორტზე და სხვა წრეებზე. როგორც გითხარით, ეს უკვე გრძელდება 4 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმირებულია „ქართული ოცნების" ხელისუფლების მთელი ვერტიკალი, დაწყებული მთავრობის ადმინისტრაციიდან, გაგრძელებული ინფრასტრუქტურის სამინისტროთი, განათლების სამინისტროთი, ეკონომიკის სამინისტროთი, თბილისის მერიით და ადგილობრივი გამგეობით.

მე-14 საჯარო სკოლის პრობლემის შესახებ იცის ყველამ, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე ადგილობრივმა გამგებელმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღემდე ეს ბავშვები დაჰყავთ მიკროავტობუსებით სხვა სკოლაში და მშობლების მოთხოვნა არის, რომ რაც შეიძლება მალე გამოცხადდეს ტენდერი, თუმცა ტენდერის გამოცხადების შემთხვევაშიც პრობლემა ვერ აღმოიფხვრება, რადგან, საუკეთესო გათვლებით მინიმუმ კიდევ 4 წელი მაინც მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები ვერ შევლენ საკუთარ სკოლაში, რადგან ტენდერის გამოცხადებას სჭირდება თავისი პროცედურები, შემდეგ სამშენებლო სამუშაოები და ბავშვებს ისევ მოუწევთ არასრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება.

ამიტომ, მშობლების კატეგორიული მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული ფართი მე-14 საჯარო სკოლისთვის და საერთოდ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების მთელი ვერტიკალი ინფორმირებულია ერთი საჯარო სკოლის პრობლემის შესახებ და ერთი საჯარო სკოლის პრობლემას ვერ აგვარებს.

რა უნდა მოაგვაროს ამ ხელისუფლებამ, როცა მე-14 საჯარო სკოლის პრობლემა ვერ გადაუწყვეტია 4 წელი და იძახის, რომ კიდევ 4 წელი ვერ გადაწყდება, ვერ აშენდება. 4 წლის გაფუჭებული საქმე არ შეიძლება რომ 1 და 2 წელში გამოსწორდეს. ამას კიდევ დასჭირდება დრო, ამიტომ, კატეგორიულად მოითხოვენ მშობლები, რომ სასწრაფოდ გამოიძებნოს ალტერნატიული ფართი მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემა, ეს უკავშირდება ბავშვების მომავალს, მათ განვითარებას და დღეს მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

როგორც ვთქვი, ამის შესახებ ინფორმირებულია ყველა, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, გაგრძელებული განათლების სამინისტროთი და დასრულებული ადგილობრივი გამგეობით, ამიტომ, კეთილი ინებონ, დაორგანიზდნენ, მობილიზდნენ, დასხდნენ და ერთი საჯარო სკოლის პრობლემა როგორმე გადაწყვიტონ! კიდევ რამდენი წელი უნდა იდგეს ეს ხალხი ქუჩაში და რამდენი წელი უნდა აპროტესტებდეს იმას, რომ მათი შვილები ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას?! გასცენ ამაზე პასუხი მოსახლეობას!“ - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა