ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს, რომელმაც სასამართლო დარბაზში მყოფებს ტელეფონებისა და ლეპტოპების გამორთვისკენ მოუწოდა - დახვრიტეთ ეგრევე, ვინც მობილურს ამოიღებს

დახვრიტეთ ეგრევე, ვინც მობილურს ამოიღებს, - ასე მიმართა ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდზე ბრალდებულმა, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მოსამართლეს მას შემდეგ, რაც მან დარბაზში მსხდომებს მობილური ტელეფონების შენახვისკენ მოუწოდა.

როგორც მეია მელქაძემ განაცხადა, გასული სასამართლო პროცესის აუდიოჩაწერა განხორციელდა, რაც კანონით აკრძალულია.

მოსამართლემ დარბაზში მყოფ ჟურნალისტებსა და სხვა დამსწრეებს, ლეპტოპების დახურვისა და მობილური ტელეფონების გამორთვისკენ მოუწოდა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ის გამოძიებას ვერ დაიწყებდა, ვინ განახორციელა ჩაწერა, ამიტომ ელექტრონული მოწყობილობები ყველას უნდა შეენახა.

„კატასტროფა! ეს ქვეყანა დაიქცევა, თუ ასე გაგრძელდება“, - განაცხადა რეპლიკის სახით ელისაშვილმა მოსამართლის განცხადებაზე.

მეია მელქაძემ მას შემდეგ, რაც მედიის წარმომადგენლებისგან მოისმინა, რომ ისინი ტელეფონში ტექსტებს წერდნენ და ვერ შეინახავდნენ მობილურ ტელეფონებს, მოსამართლემ თქვა, რომ მანდატურის სამსახურიც და თავადაც გააკონტროლებდა, რომ ვინმემ ჩაწერა არ განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სხდომას დახურავს.

ცნობისთვის, კიდევ ერთ ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა