მთავრობის დადგენილებით, საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება შს სამინისტროს ფარგლებში არსებულ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება შს სამინისტროს ფარგლებში არსებულ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა.

შესაბამისი დადგენილება მთავრობამ მიიღო. ამ მიმართულებით ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში აისახა.

ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს ამოცანები გაუფართოვდა და მას დაეკისრა “საჯაროდ გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს“. აღნიშნულმა დეპარტამენტმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა უზრუნველყოს.

ასევე ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ამოცანა იქნება საჯაროდ ძალადობის ან სიძულვილის მოწოდების დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე დროული რეაგირება და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

დადგენილება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა