მცირე ბიზნესიდან მდგრად განვითარებამდე - პროკრედიტ ბანკი რეგიონული ბიზნეს შეხვედრების ახალ სერიას იწყებს

პროკრედიტ ბანკი რეგიონული ბიზნეს შეხვედრების ახალ სერიას იწყებს და პირველი შეხვედრა 27 მაისს ბათუმში, სასტუმრო რუმსში გაიმართება.

წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემაა „მცირე ბიზნესიდან მდგრად განვითარებამდე“ და მისი მიზანია მცირე ბიზნესებისთვის იმ პრაქტიკული ცოდნის, გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება, რომელიც მათ განვითარებასა და ყოველდღიური გამოწვევების უფრო ეფექტიანად მართვაში ეხმარება.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები სამ მნიშვნელოვან მიმართულებაზე მიიღებენ ინფორმაციას:

  • მარკეტინგი და გაყიდვები - როგორ გავიდეთ უფრო დიდ ბაზარზე
  • ფინანსების მართვა - ციფრებიდან სტრატეგიამდე
  • მეწარმედან მენეჯერამდე - ოპერაციული ჩართულობიდან სტრატეგიულ როლზე გადასვლა

ღონისძიებაზე დასწრება საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც სურს ბიზნესის განვითარებისთვის ახალი იდეების, პრაქტიკული გამოცდილებისა და სასარგებლო კონტაქტების მიღება.

Rooms Batumi 27 მაისი / დასაწყისი 17:00 დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/4tEzBZt

(R)

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა