ქუთაისში 36 ადამიანის ინტოქსიკაციის შემდეგ, კრიტიკული შეუსაბამობების გამოვლენის გამო „ფუდ გალერის“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ფუდ გალერის“ საწარმოო პროცესი შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სააგენტომ ობიექტს მზა საკვებთან დაკავშირებით მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც 36 ადამიანის ინტოქსიკაციაზე მიიღო შეტყობინება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საკვებ ობიექტში ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

რაც შეეხება გამოსაკვლევად აღებულ სურსათის ნიმუშებს, ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ.

ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტომ დაიწყო მოკვლევა - არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა შპს „ფუდ გალერი საქართველოში“ (მზა კერძების წარმოება, რეალიზაცია), ს/კ 412797451, ქუთაისი, თავისუფლების 106, საიდანაც მოქალაქეებმა მიწოდების სერვისით შეიძინეს ე. წ. დიეტური კვების მენიუ, კერძოდ, შპს „ფუდ გალერის“ მიერ მომზადებული სურსათი (ბრინჯი ქათმით, ომლეტი, ბოსტნეულის კოქტეილი ქათმით და ტირამისუ).

ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; გაიცა დამატებითი მითითებები რეცხვა-დეზინფექციის, აღჭურვილობებისა და პერსონალის ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შესახებ.

მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე გამოსაკვლევად აღებულია შემდეგი სურსათის ნიმუშები: ბრინჯი ქათმის ხორცით (ე.წ. უზბეკური ფლავი), კვერცხი (ომლეტი) სოკოთი, ბოსტნეულის სალათის კოქტეილი ქათმის ხორცით, ტირამისუ და ქათმის ხორცი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ